„იდუმალი პირამიდებიდან დღემდე, როგორ გამოიყენება მარტივი მექანიზმები?“
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მარტივი მექანიზმების: ბერკეტის, ოწინარის, ჭოჭონაქის, დახრილი სიბრტყის, მოქმედების პრინციპის საფუძვლიანი შესწავლა. პრაქტიკულად გამოყენების უნარ– ჩვევების განმტკიცება.
პროექტის აქტუალობა: პროექტის განხორციელება ხელს შეუწყოფს მოსწავლეებში პრობლემის გამოვლენის, მიზნის დასახვის, ინფორმაციის შეგროვების დამუშავების, დასკვნების გამოტანის ჩვევების შეძენას. წყლის მექანიკური ტუმბოს მოდელის დამზადება დაამუშავება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაირღრმაონ ცოდნა მარტივი მექანიზმების შესახებ. გამოიანგარიშონ კონკრეტულ შემთხვევაში მ.ქ.კ.
მონაწილეთა ასაკი: _ 14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: _1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან წყლის მექანიკური ტუმბოს მოქმედ მოდელს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო ფიზ.მე_9_ე კლ (ე. ტატიშვილი), მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი „გლობუსი“ 2002 წ. ,ჟურნალი „ომეგა“ #3 2001 წ.რვეულები, ფანქარი, სახაზავი, კორპის საცობი, პლასტმასის ბოთლისგან გამოჭრილი ფირფიტები, რეზინის მილი, წყლის რეზერვუარი (ბოთლი), ბერკეტი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1_თემის შერჩევა კლასთან ერთად.
2–კვლევის გეგმის ჩამოყალიბება.
3_მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა.
4_ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭირო რესურსის განსაზღვრა და მინიშნება.
5_ჯგუფების მუშაობა, რეგულარულად თვალყურის დევნება მათ საქმიანობაზე, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა.
6–შეგროვებული ინფორმაციის დახარისხება,დამუშავება.
7_თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენტაციას.
8_პროექტის განხორციელების სავარაუდო გზებიდან ერთ–ერთის, უფრო ეფექტურის არჩევა.
9_წყლის ტუმბოს მოდელის დამზადებაზე მუშაობა,.
10–მოდელის ამუშავების პრეზენტაცია.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკასთან, ბიოლოგიასთან.
პროექტის ხელმძღვანელი: ნელი გოგუაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: neligoguadze13@gmail.com